მესმის შრიალი იდუმალ ძალთა
და მოდის მთვარე, ასე ბებერი.
და ორთქლმავალი კივის ვაგზალთან,
უკვე დაიძრა მატარებელი.
ეს თეთრი ღამე მე ისევ მიყვარს,
ღამეა თეთრი და ძილი არ მსურს.
და მატარებელს უთუოდ მიჰყავს
ქალი, რომელიც იგონებს წარსულს.
გაიხსნა თეთრი ფიქრების რკალი
და მოგონების წამები ჰქრიან.
და მატარებელს მწუხარე ქალის
თეთრი ხელები თოვლივით მიაქვს.
ეს ღამე, ეს ცა მე ისევ მიევარს,
იქ დუმილია შორეულ ბაღის.
და მატარებელს უთუოდ მიჰყავს
აუცნობი ქალი, სევდიახ სახით.
და ეღავს მთვარე, ასე ბებერი,
და იდუმალი წამები ჰქრიან.
მიდის საჩქარო მატარებელი
და განშორების დარდები მიაქვს.
Terenti Graneli - Qali Matarebelshi
ტერენტი გრანელი - ქალი მატარებელში
No comments:
Post a Comment