ოთარ ჭილაძე - მზემ აფხაზივით გადაიარა უღელტეხილი

მზემ აფხაზივით გადაიარა უღელტეხილი
და შეეფარა აჭანდრის ჭადრებს.
რა კარგი იყო, სად იყავი, ნეტავ გეხილა -
მეც არ მინახავს მსგავსი რამ ადრე.

ლურჯი მთებისკენ წასულ წეროებს
მისდევდა თვალი...
მერე მზემ მკერდი შეახია ჭადრის წვეროებს
და, გასისხლულმა, ზღვის ტალღებში დაიხრჩო თავი.

Otar Chiladze - Mzem Afxazivit Gadaiara Ugeltexili
ოთარ ჭილაძე - მზემ აფხაზივით გადაიარა უღელტეხილი

No comments:

Post a Comment