ანა კალანდაძე - არ აიცდინა უფალმა ჯვარცმა!

წარჩინებულთა ურჩიეს გაცლა,
იქით, მთიულეთს გადასვლა ვედრეს...
- არ აიცდინა უფალმა ჯვარცმა,
ბეწვზე კიდია სამშობლოს ბედი,
არ მსურს, ცოდვაში ვიხეტიალო,
ბოლომდე შევრჩე მეფობას შვებით! -
...................
იცოდა, - იტყვის მემატიანე, -
ო, ყოველივე უწყოდა მეფემ!

Ana Kalandadze - Ar Aicdina Ufalma Jvarcma
ანა კალანდაძე - არ აიცდინა უფალმა ჯვარცმა!

No comments:

Post a Comment