ზვიად რატიანი - ქება სიშორის

შენი თვალების ნაკადულში
ბადეს აგებს მებადური შეშლილი ზღვიდან.
შენი თვალების ნაკადულში
დანაპირებს ასრულებს წყალი.
მე მასში ვაგდებ
გულს, გაწაფულს ხალხში ცხოვრებით,
და ჩემს სამოსელს, და ფიცის ბრწყინვას:
სიშავეთაგან უშავესი, ვდგავარ შიშველი.
თუ ერთგული ვარ, ერთგული ვარ მხოლოდ ღალატით.
როსღა მე მე ვარ, მე შენ ვარ მაშინ.
შენი თვალების ნაკადულში
მეოცნებე მეკობრე ვარ და მივირწევი.
ბადე კი იჭერს:
ჩვენ ვშორდებით, გადახვეულნი.
შენი თვალების ნაკადულში
ვიწროვდება ჩამომხრჩვალის კისერზე ყულფი.

Zviad Ratiani - Qeba Sishoris
ზვიად რატიანი - ქება სიშორის

No comments:

Post a Comment