თამაზ ბაძაღუა - "ჩემი ცრემლები ამ თვალების იქით გრძელდება"

ჩემი ცრემლები ამ თვალების იქით გრძელდება,
ჩემი სიმღერა ამ ბგერების იქით გრძელდება,
ჩემი ღიმილი ამ ტუჩების იქით გრძელდება,
სუსხი რომ აძრობს, როგორც ხის ქერქს შემოდგომაზე.

ქერქივით მაკრავს ეგ ღიმილი, იმ ქერქის შიგნით
ნაღველში ბრუნავს სისხლის შესაძლებლობა,
ან იქნებ მხოლოდ ფუჭი ნატვრაა... ჩემი ტკივილი
ამ სხეულის და ამ სიტყვების იქით გრძელდება.

Tamaz Badzagua - Chemi Cremlebi Am Tvalebis Iqit Grdzeldeba
თამაზ ბაძაღუა - ჩემი ცრემლები ამ თვალების იქით გრძელდება

No comments:

Post a Comment