ხუტა ბერულავა - დამადგი გულზე ფეხი

დამადგი გულზე ფეხი
არ მეტკინება,
თავს დამატეხე მეხი,
არ მეწყინება;

მესროლე გუნდა რისხვის,
არ გავჯავრდები,
მომთხოვე თუნდაც სისხლი,
არ დაგზარდები;

დაე, სულით და ხორცით
ვიქცე ღრუბლებად,
ოღონდ შენზე ლოცვის
მომეც უფლება!

Xuta Berulava - Damadgi Gulze Fexi
ხუტა ბერულავა - დამადგი გულზე ფეხი

No comments:

Post a Comment