მუხრან მაჭავარიანი - უსაზღვრო სივრცე

უსაზღვრო სივრცე,
ცა ვრცელი, წმინდა;
გინდა აფრენა -
აბეღურება.
მეუბნებიან:
- წუხელი წვიმდა! -
წყლით სავსე
ძროხის ნაფეხურები.

შეფარებია
სიმინდებს მწყერი,
მწყერი ნაცარა -
მკათათვის წერა.
გაღმა ჭაროში
ძოვს თეთრი ცხენი,
ბებერ თელაზე
შემჯდარა ძერა.

Muxran Machavariani - Usazgvro Sivrce
მუხრან მაჭავარიანი - უსაზღვრო სივრცე

No comments:

Post a Comment