ცისფერია ფიქრი წმინდა,
სახელია და ხსენება.
სამუდამო ძილი მინდა
და სიკვდილით დასვენება.
და მგონია, წუხელ წვიმდა,
შორს ბაღია და მშვენება.
სამუდამო ძილი მინდა
და სიკვდილით დასვენება.
Terenti Graneli - Cisferia Fiqri Wminda
ტერენტი გრანელი - ცისფერია ფიქრი წმინდა
No comments:
Post a Comment