ძველ ბაღებს დაეცნენ ქარები ყაჩაღივით
და აიკლეს ფოტლები.
თავზე დამსტირის ბებერი მზის მწუხარე სხივი,
ო, ლოცვით მელოს ბოდვები.
შენს ძვირფას სახელს ამ ტირილში მე არ ვეხები,
და ვარ კაინივით გმობილი.
ძაღლებმაც იგრძნეს მამაჩემის კოჭლი ფეხები,
აკალდამებში ძირს ჩაწყობილი.
ვოცნებობ შენზე, როგორც ბავშვი შიშით დაღლილი,
თან მდუმარებაც მიზიდავს ტყეში.
ო, ეს საღამო, ჩემს ნაზ სულში რჩება დაღივით,
მაგრამ
ვიქნები მაინც საფრთხეში.Terenti Graneli - Shens Gaqcevas
ტერენტი გრანელი - შენს გაქცევას
No comments:
Post a Comment