- ამ ორ-სამ დღეში
თბილისიდან ჩამოვა მამა! -
ვწვები, -
მამიდა მისწორებს საბანს...
- ამ ორ-სამ დღეში
თბილისიდან ჩამოვა მამა!
რას ჩამომიტანს?! -
ყველაფერს, ალბათ!
ეჰ!
ნეტა, იმ დღეს...
მაშინ ყველა ცოცხალი იყო! -
მამიდაც,
მამაც...
Muxran Machavariani - Neta Im Dges
მუხრან მაჭავარიანი - ნეტა იმ დღეს
No comments:
Post a Comment