მუხრან მაჭავარიანი - "შურზე ნაშენი"

შურზე ნაშენი, -
ქვიშაზეა ნაშენი კოშკი!
შურზე ნაშენის
ხანმოკლეა სიცოცხლე ძეგლის!
დაიღუპება სიბერემდე, -
სრულიად ნორჩი,
რაც უშუალოდ,
უშურველად
არ მოდის შენგნით.

Muxran Machavariani - Shurze Nasheni
მუხრან მაჭავარიანი - შურზე ნაშენი

No comments:

Post a Comment