მუხრან მაჭავარიანი - "მიწას - ჩემსას, შენსას, მისას"

მიწას -
ჩემსას, შენსას, მისას -
ცა დაჰყურებს -
არავისი.

აი, მთვარე.
აი, წვიმა.
აი, თოვლი.
აი, ნისლი...

და, ეს მთვარე,
და, ეს წვიმა.
და, ეს თოვლი.
და, ეს ნისლი
(ჩემთან - ჩემი,
სხვასთან - სხვისი) -
არის ვისი? -
არავისი!

მიწას -
ჩემსას, შენსას, მისას -
ცა დაჰყურებს -
არავისი.

Muxran Machavariani - Miwas - Chemsas, Shensas, Misas
მუხრან მაჭავარიანი - მიწას - ჩემსას, შენსას, მისას

No comments:

Post a Comment