აღბეჭდილია ერთადერთი კადრი ფილმისა,
რომელსაც ,,ჩვენი ცხოვრება" ჰქვია –
ჩემს მხარზე მშვიდად თავმიდებული,
ზიხარ და სუნთქავ –
რაც არასოდეს არ მომხდარა სინამდვილეში,
ვერ მოვიცალეთ საამისოდ,
ჩვენ ხომ უაზროდ
და უსაშველოდ
და ვარსკვლავებზეც უფრო მეტად ვართ მოწყვეტილნი
ერთმანეთს... მაგრამ კი არ ვცდილობთ,
მხოლოდ ვოცნებობთ,
თავისით როდის ამოივსება
ეს გამთიშავი, გამთოშავი სიცარიელე,
რომელმაც გვშობა რაღაცისთვის
და რომელშიაც
თანდათანობით ვითქვიფებით
რაღაცის გამო."
ოთარ ჭილაძე - ჩემი გონების პაწაწინა ეკრანზე დღემდე
No comments:
Post a Comment