მუხრან მაჭავარიანი - "როგორ ფიქრობენ არ ვიცი სვანი"

როგორ ფიქრობენ
არ ვიცი სხვანი,
ჩემი ღრმა რწმენით
კი ასე გახლავთ:
რომ არა ქვეყნად
იმედის ხვალის, -
უმალ სულ-ხორცის
მოხდება გაყრა.

როგორ ფიქრობენ
არ ვიცი სხვანი,
ჩემი ღრმა რწმენით
კი ასე გახლავთ:
იმედი ქრება
როგორც კი ხვალის, -
სულ-ხორცის
ხდება მაშინვე გაყრაც.

Muxran Machavariani - Rogor Fiqroben Ar Vici Sxvani
მუხრან მაჭავარიანი - როგორ ფიქრობენ არ ვიცი სვანი

No comments:

Post a Comment