ტერენტი გრანელი - "როგორც გაფრენა მტრედის"

როგორც გაფრენა მტრედის,
შენ მოსვენება გინდა.
თოვლი ასეთი თეთრი,
თოვლი ასეთი წმინდა.
და როგორც სულის ტოლი,-
სადა ხარ! - დღესაც გეძებ.
აბრეშუმივით თოვლი
ისევ ელვარებს მზეზე.

Terenti Graneli - Rogorc Gafrena Mtredis
ტერენტი გრანელი - როგორც გაფრენა მტრედის

No comments:

Post a Comment