მუხრან მაჭავარიანი - "ზეცაა როდესაც ლურჯი"

ზეცაა როდესაც ლურჯი,
ვარსკვლავებს როდესაც ვხედავ,
ეჭვი გამკრავს ხოლმე გულში:
თავს ხომ არ ვიტყუებ ნეტა?

ვაითუ, მერმისთან შევრცხვე,
ვით ჟინჟღლი, - ქუხილის შემდეგ;
ვაითუ, ღირსია ცეცხლის,
რაც მოვისისხლფასე დღემდე.

Muxran Machavariani - Zecaa Rodesac Lurji
მუხრან მაჭავარიანი - ზეცაა როდესაც ლურჯი

No comments:

Post a Comment