მურმან ლებანიძე - "წამცდება ზოგჯერ შეძახილი ომახიანი"

წამცდება ზოგჯერ შეძახილი ომახიანი:
დასტოვებს საფარს
და ბუხუნით,
მუქარით,
წყრომით
მოეზაყება, დედამიწა მოაქვს ღრიალით -
მიძინებული
უცბათ ჩემში
იღვიძებს
ლომი...

მაგრამ უმალვე გული ეჭვით გაიკაწრება,
მხნეობა ჩემი
არსებულით
მალევე
ცხრება
და გადამფრენი ფრინველივით გაებაწრება
ცხოვრების სარკმელს
მოწყენილი
დღეების
წყება...

ყურს ნუ ათხოვებ
მოწყენილი დღეების კვნესას...
მკითხველო ჩემო,,
შენ ლომს მიჰყევ,
ლომს მიჰყევ
ჩემსას!


Murman Lebanidze - Wamcdeba Zogjer Shedzaxili Omaxiani
მურმან ლებანიძე - წამცდება ზოგჯერ შეძახილი ომახიანი

No comments:

Post a Comment