მურმან ლებანიძე - "ქარაშატო! დელგმავ!"

„ქარაშატო! დელგმავ!
გველო! სატანავ!
მე არ მჯერა შენგან
ლელოს გატანა!“ -

მოიმღერდნენ ასე,
ღმერთს ჭეშმარიტს სცნობდნენ,
ათასწლებს გზაზე
ერთის დროშით ბრძოდნენ.

„ბოროტებავ! მკვლელო!
გველო! სატანავ!
მე არ მჯერა ლელოს
შენგან გატანა!“ -

ოჰ, რა გულუბრყვილოდ,
რა ბალღურად ბჭობდნენ -
მყის იბამდა ნაცვლად,
თავს წასჭრიდნენ ოდენ.

მტრად არ მოეშლება
ხომ სიკეთე ბოროტს, -
მე ვერ მოვესწრები
ბოროტების ბოლოს!

დღესაც ბრუნავს ჯარად,
კი, ათასგზის სძლიეს,
ბოროტება მარად
ჰგიებდა ჰგიებს.

აღიმართვის ჭალად
მახვილები ბასრი
და იცოცხლებს მარად
შეძახილიც მკაცრი:

„ქარაშატო! დელგმავ!
გველო! სატანავ!
მე არ მჯერა შენგან
ლელოს გატანა!“

Murman Lebanidze - Qarashato! Delgmav!
მურმან ლებანიძე - ქარაშატო! დელგმავ!

No comments:

Post a Comment