ეს ადგილი კრწანისია! -
დაისთაგან ქართლისათა
რიგით ბოლო დაისია!
აქ ქართველნი ჩაიხოცნენ, -
მტკვარი გახლავთ ამის მოწმე.
ამ მიწაში წვანან ახლა
კაცნი ყველა გორისანი;
მხნედ ხმარობდა ზოგი ფარ-ხმალს,
ზოგი გახლდათ მოისარი.
წევს წყნეთელი კახის ფერხთით,
კარსნელს მიწაც კი არ შეხვდა!
არბოელი
უწევს გვერდით ქიტესა -
ხევსურს -
პირიქითელსა.
Muxran Machavariani - Krwanisi
მუხრან მაჭავარიანი - კრწანისი
No comments:
Post a Comment