ტერენტი გრანელი - "თითქოს ვიყავი ათი წლის ბავშვი"

თითქოს ვიყავი ათი წლის ბავშვი,
თითქოს ვიყავი ბავშვი უფალი.
არ ქროდა ქარი და უცხო ბაღში
მე მივდიოდი თავისუფალი.

და ამ დროს უცბად მოვარდა ქარი,
და თითქოს განგებ თავს ვიღუპავდი,
და შემხვდა ვიღაც უცნობი ქალი,
და მე ვიყავი თავისუფალი.

თითქოს მესმოდა ყორნის ჩხავილი,
წინ იშლებოდა გზები უვალი.
ხელში მეკავა თეთრი ყვავილი
და მივდიოდი თავისუფალი.

Terenti Graneli - Titqos Viyavi Ati Wlis Bavshvi
ტერენტი გრანელი - თითქოს ვიყავი ათი წლის ბავშვი

No comments:

Post a Comment