მურმან ლებანიძე - რწმენა

მეფუტკრე - სიტყვის
ერის - მუშა და ერის - პაპა, -
რწმენას „რისიმე დაჯერებად“
განმარტავს საბა...

მე ჩავაკვირდი
უღრმეს სიტყვას და უბრძნეს ახსნას -
აღძრავს მილიარდს
სიტყვა ესე კითხვას თუ დასკვნას...

გულისხმობს რაკი
თავგანწირვას და ერთგულებას, -
ავიც რომ იყოს,
რწმენა კაცს არ გაემტყუნება...

გულისხმობს რწმენა
დაჯერებას რაკიღა მტკიცედ, -
აღბეჭდილია
რწმენის კაცი ერთგვარი ნიჭით...

მაგრამ კაცობის
არ შეცვლილა საზომი ჯერაც:
საქმე ის არი,
ჩემო გელა და ჩემო ლელა,
რა ვერ გაჯერებს,
რა ხარ, ვინ ხარ და რისი გჯერა!

Murman Lebanidze - Rwmena
მურმან ლებანიძე - რწმენა

No comments:

Post a Comment