ტერენტი გრანელი - "ეს ტირილი და კვნესა"

ეს ტირილი და კვნესა
ჩემსკენ წამოვა ისევ.
მე შენთან მოვალ დღესაც,
როგორც მწუხარე ქრისტე.
დადის დემონი მთვარის
და ავი ბედისწერა.
მიპყრობს იისფერ თვალის
ასე უღონო მზერა.
მღალავს ქუჩა და კიბე,
როგორც სიზმარი დილის.
ასე აწეწილ ბედით
მინდა გავშორდე თბილისს.

Terenti Graneli - Es Tirili Da Kvnesa
ტერენტი გრანელი - ეს ტირილი და კვნესა

No comments:

Post a Comment