ვაი, რა უქმად იბობოქრა თურმე შაშხანამ!
ვაი, იმ ბედკრულს, -
სინათლისთვის ვინც ბნელს ეომა!
როგორც არასდროს,
უმთავრესი,
ვატყობ,
ამჟამად, -
გამძლეობაა,
გამძლეობა
და გამძლეობა!
ღამე გამუქდა,
უზნეობამ ფთები გაშალა,
ვით ქედანს ძერა, -
უზნეობა ძიძგნის ზნეობას!
როგორც არასდროს,
უმთავრესი,
ვატყობ,
ამჟამად, -
გამძლეობაა,
გამძლეობა
და გამძლეობა!
Muxran Machavariani - Vai, Ra Uqmad Iboboqra Turme Shashxanam!
მუხრან მაჭავარიანი - ვაი, რა უქმად იბობოქრა თურმე შაშხანამ!
No comments:
Post a Comment