მე ის კაცი ვარ, ვინც მიაგდეს, სხვაზე გაცვალეს,
რაში გჭირდება ჩემთან ყოფნა, ხედავ - ვხრიალებ,
გესმის - რას ვამბობ - დამეხსენი - იყოს რაც არის.
ნუ გაჩერდები, მეგობარო, დამტოვე მარტო,
არ მინდა - ამ დღის, ამ ბგერების, სუნის დანახვა...
ვდგავარ და ყელში აყუდებულ ღამეებს ვამტვრევ
და ჩემს სიზმრებში - თქვენ და თქვენი მსგავსნი - არა ხართ.
ნუ გაჩერდები, მეგობარო, რაში გჭირდები,
საერთოდ - ვის რად ვუნდივარ და ხედავ - ვხრიალებ...
ეს ლექსი, აქვე, მაგიდაზე (ალბათ) იდება,
როცა მოვრჩები ამ ხრიალს და...
გთხოვ, გაიარე.
ნუ გაჩერდები, მეგობარო.
Nika Cherqezishvili - Sichume
ნიკა ჩერქეზიშვილი - სიჩუმე
No comments:
Post a Comment