სულში საქართველო მტკივა,
მისი ნისლიანი მთები.
ნატვრა ახდენილი მინდა,
თორემ ამერია გზები.
ფიქრებს საქართველო ათოვს,
მწვანედ აფეთქება ზვრების.
მინდა ბედნიერი ვნახო,
თორემ უიმედო ვკვდები.
მინდა ვერ ვაწვდენდე მზერას,
მის უკიდეგანო საზღვრებს.
მინდა დაგვიბრუნოს მტერმა,
ის რაც უკანონოდ მართებს.
მინდა ქართველობდეს ერი,
სისხლი უყიოდეს ქართველს.
მინდა იღიმოდეს ღმერთი,
ერთად რომ ვანთებდეთ სანთელს.
სულში საქართველო მტკივა,
მისი ნისლიანი მთები.
მინდა დავუამო სევდა,
თორემ მასზე დარდით ვკვდები.
Melano Zukakishvili - Sulshi Saqartvelo Mtkiva
მელანო ზუკაკიშვილი - სულში საქართველო მტკივა
No comments:
Post a Comment