შოთა ნიშნიანიძე - "გითხარი... გეწყინა, ბავშვივით გაწითლდი"

გითხარი... გეწყინა, ბავშვივით გაწითლდი,
ბავშვივით დამტუქსე თან:
„რა ცუდი ყოფილხარ... მომეშვი... გამცილდი...
როგორ გამიბედე თქმა“.

არაო, თავს იქნევ, სასტიკად უარობ,
მეძახი ცუდსა და შლეგს,
მე კი, ასე ცუდი, მეგობრებს ვუამბობ -
როგორი კარგი ხარ შენ.

Shota Nishnianidze - Gitxari... Gewyina, Bavshvivit Gawitldi
შოთა ნიშნიანიძე - გითხარი... გეწყინა, ბავშვივით გაწითლდი

No comments:

Post a Comment