დღეს მე პაემანზე გიხმობ,
უნდა დაგავიწყო თავი,
შენგან ერთ ჭიქა ვისკს ვითხოვ,
შენი სიყვარულით მთვრალი.
ქალქს ჩაეძინა უკვე,
ბარიც დაიკეტა ვხედავ,
და მე პაემანზე გიხმობ
მე შენს გამოწვევას ვბედავ.
მინდა მთვარის შუქზე ვალსი,
ხელი შემიცურო თმაში,
მინდა უსასრულო ტაში,
ვნების თრთოლვა ვიგრძნო ხმაში.
დღეს მე პაემანზე გიხმობ,
ცეკვით გაგაბრუო მინდა,
მძაფრი კონიაკის სუნი,
გეტყვი, ეს ამად ღირდა.
მინდა აგირიო თავგზა,
წვიმაში გეცეკვო ვალსი,
აღარ დაგიტოვო სხვა გზა,
კოცნა დაგიბრუნო ვალში.
ფეხით მოგატარო ღამით,
ყველა ნაწვიმარი ქუჩა,
ფიქრები მოგპარო წამით
და გულში ჩავიკრა ურჩად.
დღეს მე პაემაზე გიხმობ
ვეღარ დამიშლი შენს ნახვას,
მინდა დავიქანცო ცეკვით,
სანამ გაეღვიძა ქალაქს.
Melano Zukakishvili - Paemani
მელანო ზუკაკიშვილი - პაემანი
No comments:
Post a Comment