შოთა ნიშნიანიძე - მდუმარე ლაშქარი

- ჰეი, საით მიდის მდუმარე ლაშქარი,
სისხლიან აბჯარში მჯდარი,
არაგვის ტოტივით დამშრალი,
ფეხქალამნიანთა ჯარი?
- ბატონი არ ჰყავდათ ერთგულებს მეფეთა
და ლაშქარს მედროშედ ვინ უდგას თავში?
- სამასნი არიან... და სამას ლეგენდას
შავი ანგელოზი მიუძღვით ცაში...
მამულო, ეგების საფლავშიც ფხიზლობდნენ
ლაშარის, ლომისის, გუდანის ყმები,
შეგუებულნი მარადისობას,
როგორც ქარქაშებს ხმლები...

Shota Nishnianidze - Mdumare Lashqari
შოთა ნიშნიანიძე - მდუმარე ლაშქარი

No comments:

Post a Comment