შოთა ნიშნიანიძე - "სიზმრადა მაქვს ნახული განძი საქართველოსი"

სიზმრადა მაქვს ნახული განძი საქართველოსი,
ღვთისმშობელი ხახულის, ყინწვისის ანგელოსი..

ვიცი, სიზმრად მინახავს ,ბედისწერა მიტანს -
ღიმილს ჩემთვის ინახავს მცხეთის სეფატია...

ჩუქურთმაში ვაზი ტირის ქარაგმულად,
სიმღერები ლაზის საით დაკარგულა?

შე ლაზურო აფრავ - ჩემო საპერანგე,
ლეგენდად თუ ზღაპრად - საით დამეკარგე?

სიზმარო თუ ზღაპარო, გიცნობ ლაზისტანად,
მაგრამ ვიღამ ახაროს ე მაგ ვაზისთანა?

ანდა ვიღამ გათალოს ე მაგ ანძისთანა?
ჰოი, რა მაცდურია, ზღვაო, შენი სახე,
ჩემი დიოსკურია კარგად შემინახე.

მაგრამ განა გავთავდით, განა წახდა ყისმათი, -
საქარტველო სადამდის? მარად, უკუნისამდის!

მეც მწვავს ძველი ჭრილობა, ძველისძველი გზები..
მაგრამ დედაშვილობას, ნუღა მესიზმრებით...

Shota Nishnianidze - Sizmrada Maqvs Naxuli Gandzi Saqartvelosi
შოთა ნიშნიანიძე - სიზმრადა მაქვს ნახული განძი საქართველოსი

No comments:

Post a Comment