კურთხეულ იყავ, პოეტო, ლექსით,
ვარსკვლავებისკენ გაჭრილი სარკმლით!
თავჩაღებული ცხოვრების წესით,
საერთო ფიქრით, საქვეყნო ზრახვით!
ხალხისთვის ომით, ხალხისთვის კვნესით,
განუყოფელი სიტყვით და საქმით!
კურთხეულ იყავ, პოეტო, ლექსით,
ვარსკვლავებისკენ გაჭრილი სარკმლით!
Murman Lebanidze - Kurtxeul Iyav, Poeto, Leqsit
მურმან ლებანიძე - კურთხეულ იყავ, პოეტო, ლექსით
No comments:
Post a Comment