ჩავლილ პრობლემებზე მიყვარს საუბარი,
სანამ არ ჩაივლის ხმასაც არ გავიღებ
და ეს დედამიწა, ცრემლით დაცვარული,
რაღა ჭირად მინდა შენც თუ ვერ გამიგებ...
ქუჩებს უსიცოცხლო ფერი შერევიათ,
გუშინ ჩვენს ქუჩაზეც მოჭრეს აკაცია,
ჰოდა მთელი ღამე თეთრად გავათენე
ყველა მოჭრილი ხე ჩემი ძმაკაცია.
ახლა მოშორებით ვდგავარ ფანჯრებისგან,
ვიცი ფანჯრის იქით მხოლოდ კუნძი არი,
სადღაც წავიკითხე, მთვარე უბედური
თურმე ბრმა არის და თანაც კუზიანი.
ნათარგმნ პოეზიას ჰგვანან საათები,
თვალის შევლებაც კი ალბათ ზედმეტია,
რაღა ჭირად მინდა შენი გვერდში ყოლა
გულში ჩემი გული თუ არ ჩაგეტია...
Davit Sultanishvili - Chavlil Problemebze Miyvars Saubari
დავით სულთანიშვილი - ჩავლილ პრობლემებზე მიყვარს საუბარი
No comments:
Post a Comment