მელანო ზუკაკიშვილი - უცხო მგზავრი

დავალ უცხო მგზავრი ბეწვის ბილიკებზე,
მიწა უჩემობის ღერძთან მოხრილია.
ალბათ თუ ბედი მაქვს უბედობის ხაზის,
სიკვდილს დამაცდიან, როგორც მოდილიანს.

მერე მომიგონებს ყველა პლანეტელი,
ჩემი სტრიქონები ქვეყნებს მოივლიან.
თუკი სიცოცხლეში კანტს ვერ დავეწევი,
ალბათ შენს ბედს ვზიდავ, ჩემო მოდილიან.

და თუ მაინც ადრე წასვლა მომიწია,
ლექსებს უკვდავება როგორ ავადევნო.
არა, სულაც არ მსურს შენებრ უდროო და
უეცარი წასვლა ღმერთთან, ამადეო.

წასვლას მირჩევნია, რბოლა ბეწვის ხიდზე,
ბრძოლით უბედობა უნდა გავანელო.
იღბალს ავამღერებ ჩემი ლექსის რიტმზე,
მე ჯერ არსად წასვლა არ მსურს, ამადეო!

Melano Zukakishvili - Ucxo Mgzavri
მელანო ზუკაკიშვილი - უცხო მგზავრი

No comments:

Post a Comment