შოთა ნიშნიანიძე - პეტრე ბაგრატიონი კრწანისის კართან - დაბრუნება!

ბაგრატიონო,
                       ქართულ ცხენზე ვინ აგამხედრა?
კურთხეულ იყოს ეგ კვარცხლბეკი და საბრძანისი;
თუ წამოიწევ -
                       ბოროდინოც მოჩანს აქედან,
მაგრამ ვაი რომ უფრო კარგად მოჩანს კრწანისი.
რა ძეგლი იტყვის შენს დიდებას,
                                                              რა პანთეონი!
ჯარისკაცებმაც სიყვარული შენ ერთს გარგუნეს.
შურით გიმზერდა ბრძოლის ველზე ნაპოლეონი,
როცა ყიჟინით მიუძღოდი მამაც დრაგუნებს.
მითხარ, სარდალო,
                        აქ კრწანისთან რამ მოგიყვანა,
აწ რაღას იზამ მაგ მხედრული თვალის შევლებით?!
გვიანღა არის...
                        ჟამდასვლამ და
                                  ბედმა გიგანა:
აქ პატარა კახს, ვაჰმე ვეღარ შეეშველები.
ქართლის სანახებს გაზაფხული ფიფქით წანისლავს
და ვარდებს გიძღვნის ბაგრატოვანს -
                                                           დაფნით შემოსილს.
აბჯრის ჟღრიალით გესალმება ძველი კრწანისიც,
კრწანისი - 
                       ანუ ბოროდინო საქართველოსი.
შენ აქ იდგები -
ორი ერის რწმენად, საფიცრად
და სიამაყით შემოგხედავს ამვლელ-ჩამვლელი.
ხვალ ბოროდინოს
ანდა კრწანისს ვინც კი დაიცავს,
აქ ფიცისათვის ჩაივლიან შთამომავლები!                                    


Shota Nishnianidze - Petre Bagrationi Krwanisis Kartan - Dabruneba!
შოთა ნიშნიანიძე - პეტრე ბაგრატიონი კრწანისის კართან - დაბრუნება!

No comments:

Post a Comment