გალაკტიონ ტაბიძე - შეხვედრა

აღარ არის ის ჭალები,
ის მდინარე, ის სანავე,
გზნებით აღარ ვიმსჭვალები
პირველ გაცნობისთანავე.

მაინც ძველთან შედარებით
ცის და მიწის შეზავება,
მოგონების ნეტარებით
ჩემს გულს ენათესავება.

კვლავ მომესმის ეგ ხმა ტკბილი:
,,დაჰკარ გრძნობით დაიარსა,
თუხარ საქართველოს შვილი,
ნუ მომაკლებ მაგ ტკბილ ხმასა!"

Galaktion Tabidze - Shexvedra
 გალაკტიონ ტაბიძე - შეხვედრა

No comments:

Post a Comment