მე ვხედავ კოპიტს,
ვხედავ კაკალს,
ხშირად გაჯოხილს,
მე ვეღარ ვხედავ, -
ვინც უმზერდა ერთდროს ამ კოპიტს,
ვინც დღეს საფლავში წევს ჩიხტიკოპით, -
და გვერდით უწევს ახოვანი მეუღლე, -
ჩოხით.
მე ვხედავ კოპიტს,
ვხედავ კაკალს, -
ხშირად გაჯოხილს,
ვხედავ, - წყალგაღმა,
საფლავებზე ბალახობს ჯოგი.
Muxran Machavariani - Me Vxedav Kopits
მუხრან მაჭავარიანი - მე ვხედავ კოპიტს
No comments:
Post a Comment