სიგლახეს ჩვენსას დავაბრალებთ უცხოს ნურავის! –
თვითდაკვირვების
მოვიმარჯვოთ,
დროა, უნარი!
მიზეზი ყოვლის,
რა სიგლახეც ჩვენში მძვინვარებს! –
თქვენ როგორ ფიქრობთ?! –
რაა?!
ვინ არი?!
ისევ ჩვენს შორის, რომ იყო და რომაა ბევრი, -
თავისი ვისაც
ურჩევნია ყველაფერს თავი,
ვინც სამშობლოთი,
სამწუხაროდ,
არაა ავად,
ჰკიდია ვისაც საქართველო ფეხებზე შენი.
Muxran Machavariani - Mizezi Yovlis
მუხრან მაჭავარიანი - მიზეზი ყოვლის
No comments:
Post a Comment