ბედი ქართლისა, -
ორწყალშუა გადაწყვეტილი,-
დროგამოშვებით
ყურმილივით მიწვდის ბრაუნინგს...
მრავლისმეტყველი
გაიელვებს მრავალწერტილი...
ბაგემდუმრიად
მიყურებენ სასაფლაონი.
მამავ და სულიწმინდავ, -
ერთად სამივევ! -
ყავ სიყვარული! -
მარქვი:
საქმე
როგორ
წამივა.
Muxran Machavariani - Bedi Qartlisa
მუხრან მაჭავარიანი - ბედი ქართლისა
No comments:
Post a Comment