გაიღვიძა ხალხმა.
შეეზილა ხმა ხმას.
გაიღვიძა კოლხმა.
გაიღვიძა კახმა.
ვერარეჩკის გაღმა
იზმორება კახპა.
ქუჩაში ოსი ამყარებს წესრიგს.
ეზოდან სომხის რუსული მესმის.
და ვკვდები,
ვკვდები მეც ჩუმის ნატვრით,
ვით არაერთი მოკვდა სულმნათი.
Muxran Machavariani - Vardisubnis Dila
მუხრან მაჭავარიანი - ვარდისუბნის დილა
No comments:
Post a Comment