მუხრან მაჭავარიანი - ცაა როცა ტოლუმბაშის ხმაში

მარტოდმარტო ცაა როცა ცაში,
ზეცა როცა კრიალაა მაშინ,
პოეტია როცა ტოლუმბაში,
ცაა როცა ტოლუმბაშის ხმაში;

ცათა მიმართ სასოებით მზირალთ,
ცად წითლონი გვეცხადება რაში,
ალაზანი იმნაირად ბზინავს,
როგორც თეთრი
წმინდა ნინოს თმაში

Muxran Machavariani - Caa Roca Tolumbashis Xmashi
მუხრან მაჭავარიანი - ცაა როცა ტოლუმბაშის ხმაში

No comments:

Post a Comment