მურმან ლებანიძე - "ხრიხონისსა და ქრისტესს შუა..."

ხრიხონისსა და
ქრისტესს შუა, სხვიერის მთებში,
ამოდის თითბირის
თუ სპილენძის ციერი თეფში....

მდინარესავით
ჩხრიალებს და თავზე გადაგდის
წვრილი ვარსკვლავით
მოჭედილი ღამე მკათათვის...

აღარც-ვის იწვევ,
აღარც ვინმე შენ გიწვევს ხმალში -
ზიხარ ჯორკოზე,
მოწყენილი ხეობის ყბაში...

გამოჰქცევიხარ
ქვეყნურ ხმაურს და ქვეყნის ყაყანს,
ხვალ იმედოვნებ
უხორცობით ცხოვებას ახალს.

Murman Lebanidze - Xrixonissa Da Qristess Shua
მურმან ლებანიძე - ხრიხონისსა და ქრისტესს შუა

No comments:

Post a Comment