ვკითხულობ ლექსებს...
უფალო, სად ხარ?!
უკეთუ აქ ხარ,
დალოცვილო,
კითხვა არ იცი?!
სხვისია სიტყვა,
სხვისია ხმა,
სხვისია ქარგა?! -
რაღა დარჩა,
თუ გიყვარდე,
როა თავისი?!
და მოშაირე ამნაირი ერთია განა?!
ვაი, რომ არა!
ის არაფერი, -
ეს რომ ასე არ იცის ხალხმა!
საქმე ის არი
დაუღია კრიტიკას ხახა, -
და პოეტებად ითვლებიან ესენი ახლა.
Muxran Machavariani - Samduravi
მუხრან მაჭავარიანი - სამდურავი
No comments:
Post a Comment