მუხრან მაჭავარიანი - შეხვედრა გურიაში

ვიყავი მოწმე,
გურიაში ვნახე პირადად,
ჩემს ტარიელთან,
ჩემს გივისთან,
ჩემს ამირანთან,
ვეებერთელა ჟღალი ყანწი რომ დაყირავდა, -
ფეხზე წამოხტა
რანაირად
სისხლი ფირალთა.

ვიყავი მოწმე,
გურიაში ვნახე პირადად,
ანასეულში,
ცხავათაზე,
ნასაკირალთან,
თავშეკავებას,
ღამის წყვდიადს,
როგორც სინათლე,
ენარცხებოდა
გააფთრებით
სისხლი ფირალთა.

Muxran Machavariani - Shexvedra Guriashi
მუხრან მაჭავარიანი - შეხვედრა გურიაში

No comments:

Post a Comment