ტანს მიათამაშებს,
როგორც ამორძალი, -
თათრის ბანოვანი, -
ძალზე ვნებიანი, -
სადაც მეტეხია, -
კლდეზე გადმომდგარი
და შენობებია, -
აივნებიანი.
გახუნებულია
ყველა კაბოსანი, -
ტანს მიათამაშებს
ნაღდი ამორძალი...
თათრის ბანოვანი!
თათრის ბანოვანი! -
დილიხორისანი
მესმის გალობანი.
Muxran Machavariani - Dilixorisani Mesmis Galobani
მუხრან მაჭავარიანი - დილიხორისანი მესმის გალობანი
No comments:
Post a Comment