მივქშუოდით,
როგორც ქარი,
მივიტოვეთ
უკან ჯვარი, -
ნორჩი ნუში, -
კლდეზე მდგარი, -
ჩანდა,
როგორც
იალქანი.
ლეშის დიდი ჭაშნაგირი, -
გზისპირ
ბოლთას სცემდა ყვავი...
ნატახტართან
ყაჩაღივით
გამოგვიხტა
ნარეკვავი.
Muxran Machavariani - Gzispir Boltas Scemda Yvavi
მუხრან მაჭავარიანი - გზისპირ ბოლთას სცემდა ყვავი
No comments:
Post a Comment