გმართებს ტირილი და ცრემლთა ფრქვევა,
სტიროდე, ადამ, სტიროდე, ევა.
დასწვით, დასდაგეთ ოცნების ფერფლი
ბოროტი გველის მსხვერპლი ხარ, მსხვერპლი!
სევდათ იცვალა თრთოლა ციების
ღმერთი თერეშობს შურისძიების!
სტიროდე, ადამ, სტიროდე ევა,
გმართებს ტირილი და ცრემლთა ფრქვევა.
Galaktion Tabidze - Monazon Qals Ofelias
გალაკტიონ ტაბიძე - მონაზონ ქალს ოფელიას
No comments:
Post a Comment