შენ რომ, ვთქვათ, ფრანგი ყოფილიყავ,
თუ გინდა შვედი,
გინდ ინგლისელი,
გინდ... ვინც გინდა,
გარდა ქართველის, -
და დაგეწერა, -
ხარ ქართულად რისი დამწერიც! -
დანტე ვინ არი! -
ჰომეროსზე იქნები მეტი!
შენ რომ, ვთქვათ, ფრანგი ყოფილიყავ,
თუ გინდა შვედი...
სწორედ ამიტომ
ხარ ნიმუში შენ ქართველთ ბედის!
Muxran Machavariani - Swored Amitom...
მუხრან მაჭავარიანი - სწორედ ამიტომ...
No comments:
Post a Comment