მუხრან მაჭავარიანი – ვაი, ჩვენი ბრალი!

დრეში უბედურში
იყვნენ როდის არა?!
იყვნენ როდის არა?!
იყვნენ როდის არა?!
ბედკრულნი იმერნი,
ბედკრულნი ოდიშარნი, -
მონანი ღმრთისანი,
ყმანი ხონთქრისანი

მხოლოდ ერთადერთი
ახსოვთ ოქროს ხანა,
მხოლოდ ერთადერთი
ახსოვთ ოქროს ხანა,
მონღოლი საქართველოს
ვიდრე მოხოსრავდა.

დედა, -
საკუთარი შვილის გაყიდული,
შვილი -
საკუთარი მამის გაყიდული, -
შემომჩერებია
შორი ცხრაკლიტულით.

ლაღად ხარხარებენ
სულით ხეიბარნი,
ლაღად ხარხარებენ
სულით ხეიბარნი,
ვაი, ჩვენი ბრალი!
ვაი, ჩვენი ბრალი!

Mukhran Machavariani - Vai, Chveni Brali!
მუხრან მაჭავარიანი – ვაი, ჩვენი ბრალი!

No comments:

Post a Comment