გატეხილი ხიდის ახლოს
(ვით ვახუშტიმ განაცხადა):
ვახტანგ მეფე ხოცდა ხან გნოლს,
ხან შხეროს და ხან ასკატას.
გატეხილი ხიდის ახლოს
(რომ მოვეშვათ თვითონ ვახტანგს):
ვინღა ნახავს ახლა ან გნოლს,
ან შხეროს და ან ასკატას.
გატეხილი ხიდის ახლოს
დღეს ღაჟოღა ვინძლო ნახო.
Muxran Machavariani - Gatexili Xidis Axlos
მუხრან მაჭავარიანი - გატეხილი ხიდის ახლოს
No comments:
Post a Comment