გალაკტიონ ტაბიძე - ნეტავ მალე მიაღწევდე მიზანს

შენ შუბლს იხსნი და სიბნელეს ლეწავ,
საქართველოს მოღრუბლულო ზეცავ...
ნეტავ მალე აღმობრწყინდეს მნათი,
მალე სხივი მოგეფინოს ნეტავ!
 
წინ მიიწევ და ხმაურობ, გღვიძავს,
საქართველოს სევდიანო მიწავ.
ნეტავ მალე დაამსხვრევდე ბორკილს,
ნეტავ მალე მიაღწევდე მიზანს!...

გალაკტიონ ტაბიძე - ნეტავ მალე მიაღწევდე მიზანს
Galaktion Tabidze - Netav Male Miagwevde Mizans

No comments:

Post a Comment