მუხრან მაჭავარიანი - ვინ?

ვინცა იყოს უარესი ,
თავშიშველი სამ დღეს ვლიდეს !
შოთა

რა საჭიროა სიტყვის ბრახუნი ,
ან ხოტბა - ქების გადამეტება ?!
საჭიანუროდ შენი ჩონგური ,
რა ვქნა , რატომღაც არ მემეტება !

პეპელას უნდა ნაზი შეხება !
ჭიუხის არწივს მთელი ძალ - ღონე !
თუმცა ეს სიტყვა შენ არ გეხება ,
მაგრამ არ აწყენს ამის გამგონეს .

მე კი სულ სხვა რამ მინდოდა მეთქვა ,
გამომივიდა იგავ - არაკი !
მაგრამ არ იცის თურმე აქ სიტყვამ ,-
შერაგვული და შემოსარაგვი .

ახლა კი , რადგან შორს ვიხედები ,-
ამიტომ ფიქრი მიწერტილდება :
ლექსის სიტყვები გახდნენ გედები
და იწრიტება შენი დიდებაც .

კაციც კი არა , მზე ხარ ნამდვილი !
ვის შეგადარო ! რას შეგადარო !
ვინ ? ვინ იქნება ის ავთანდილი ,-
სამ დღეს უქუდოდ შენ რომ გატაროს ?!

Muxran Machavariani - Vin?

No comments:

Post a Comment